საქართველოში მხოლოდ 2010 წლის განმავლობაში 26 674 რეგისტრირებული დანაშაული მოხდა.
მიმდინარე წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, აღნიშნულიდან 7 696-ს მძიმე დანაშაულის კვალიფიკაცია მიენიჭა.
317 დანაშაული განზრახ მკვლელობას და მკვლელობის მცდელობას მოიცავდა, 99 ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, 78 კი გაუპატიურებას.
გარდა ამისა, მოხდა 486 ძარცვა, 304 ყაჩაღობა და 8 499 ქურდობა.
ამასთან, 4 070-ის შემთხვევაში ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო ბრუნვას ჰქონდა ადგილი, 349-ის შემთხვევაში კი, ხულოგნობას.
2010 წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის 315 შემთხვევაც დაფიქსირდა, რომელმაც დაზარალებულის სიკვდილი გამოიწვია.
26 674 რეგისტრირებული დანაშაულიდან 435 არასრულწლოვანის მიერაა ჩადენილი.
აღსანიშნავია, რომ 2009 წელს ქვეყანაში სულ 35 949 რეგისტირებული დანაშაული მოხდა, 2008 წელს 44 644, 2007 წელს - 54 746, 2006 წელს - 62 283, 2005 წელს კი, დანაშაულის 43 266 შემთხვევას ჰქონდა ადგილი.