საქართველოში 2010 წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში ძალადობის სულ 161 რეგისტრირებულ შემთხვევას ჰქონდა ადგილი.
აღნიშნულიდან 150 შემთხვევაში მოძალადე მამაკაცი იყო. რაც შეეხება დაზარალებულთა რაოდენობას, 147 შემთხვევაში მსხვერპლი ქალი აღმოჩნდა.
მოძალადეთა უმეტესი ნაწილის - 62 ადამიანის ასაკობრივი ზღვარი 25-დან 44 წლამდე მერყეობს.
ძალადობის 161რეგისტრირებული ფაქტიდან უმეტესი თბილისსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დაფიქსირდა.
შესაბამისი მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციებზე დაყრდნობით სტატისტიკის დეპარტამენტი აქვეყნებს.