პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებები, რომელიც ტრანსპორტიდან ნაგვის გადაყრის შემთხვევაში მძღოლის დაჯარიმებას ითვალისწინებს.
როგორც ცნობილია, ტრანსპორტიდან დანაგვიანების შესახებ ჯარიმების დაწესების ინიციატივა მთავრობამ პარლამენტში დახლოებით ორი თვის წინ შეიტანა.
თავდაპირველად ინიციატივა ტრანსპორტიდან ნაგვის გადაყრის გამო მძღოლის 200 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებდა, თუმცა კომიტეტებზე განხილვის შემდეგ გადაწყდა, რომ ჯარიმის ოდენობა 50 ლარით განისაზღვროს.
კანონპროექტში დამატებაც შევიდა, რომლის მიხედვითაც, ავტობუსის მძღოლები ავტობუსიდან ნაგვის გადაყრის შემთხვევაში არ დაჯარიმდებიან.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონში შესული ცვლილებები გამოქვეყნებიდან ორ კვირაში ამოქმედდება.