რუსთავში გაზის გაჟონვას აფეთქება მოჰყვა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მინი-მეტალურგიულ ქართულ-ინდურ საწარმო "ჯეო-სტილში" მოხდა.
დაშავებულია 14 მუშა. არის ინტოქსიკაციისა და დამწვრობის შემთხვევებიც.
დაზარალებულები თბილისის წმინდა მიხეილის, ღუდუშაურისა და მე-5 საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.