სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანისა და ნაძალადევის ტერიტორიული სამსახურები გაერთიანდა. აღნიშნული ოფისი თბილისში, ცოტნე დადიანის ქ. №34-შია განთავსდა.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ტერიტორიული სამსახური, დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ გახსნა.
ამ დრომდე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანის სამსახური თბილისში სარაჯიშვილის გამზ. №3-ში მდებარეობდა.
გლდანი-ნაძალადევის ახალი ოფისი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და ავეჯით. სამსახურში მოქალაქეები ერთსა და იმავე ადგილზე, ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებენ: დაბადების, პირადობის მოწმობებს, პასპორტებს, მოქალაქეობის საკითხბთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და სხვა საბუთებს.
`ახალი ოფისი თავისი ადგილმდებარეობის გამო მოქალაქეებისთვის მარტივად მისადგომია, სამსახური მერტოსადგურ ნაძალადევთან მდებრეობს. ჩვენ ფაქტიურად, მუშაობის პრინციპი შევცვალეთ, რადგან იუსტიციის სახლის კონცეფციაზე ვმუშაობთ, გაიმიჯნა წინა და უკანა ოფისები, რაც სამუშაო პროცესის ეფექტურობას ზრდის,~ - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.