საქართველოს შს სამინისტრო რუსული დაზვერვის ახალი ჯაშუშურ ქსელს აკვირდება.
შსს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა "ქრონიკას" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.
"მათი დაკავება ჩვენი მიზანი არ არის მთავარია ლუსტრაცია და ინფორმაციის მიღება", - განაცხადა მინისტრმა.
მერაბიშვილი ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში მინიმუმ სამი ჯაშუშური ქსელი "გრუ", "ეფ-ეს-ბე" და "ეს-ვე-ერი" მუშაობს. საქართველოს შს მინისტრი დეტალურად საუბრობს სპეცოპერაცია "ენვერზე" და აცხადებს, რომ რუსული აგენტურული ქსელის წევრების დაკავება მოსკოვისათვის სერიოზული დარტყმა იყო. კრემლი ეტაპობრივად მიეჩვევა საქართველოში რუსი ჯაშუშების ლუსტრაციას. რუსეთის პრეზიდენტის რეაქცია ამერიკაში გამოვლენილი ჯაშუშების ფაქტზე გაცილებით აგრესიული იყო. "თუმცა როდესაც ჯაშუშებს მესამედ გამოვავლენთ, ვფიქრობთ, რომ მოსკოვში რეაქცია საერთოდ აღარ ექნებათ".
"ოპერაცია "ენვერი" რა თქმა უნდა არის დასრულებული. მან თავისი ფუნქცია შეასრულა და ეს არ არის ერთადერთი ოპერაცია რომელიც დღეს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მიმდინარეობს. საქართველოში ხვა ქსელებიც მუშაობენ, არიან სხვ სამსახურებიც, როგორც მინიმუმ სამი სამსახური გვაქვს საქართველოში რუსული ეს არის ე.წ. გრუ, "ეფ-ეს-ბე" და ეს არის "ეს -ვე ერი" და სხვა და სხვა სამსახურებს სხვა და სხვა ჯგუფები გააჩნიათ და მეტსაც გეტყვით, ეს "გრუს" ერთადერთი ქსელი არ არის საქართველოში რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით. "გრუს" სხვა საეჭვო ქსელები საქართველოში ისევ არსებობს და ჩვენ მათი თვალთვალით ვართ დაკავებულები და ინფორმაციას ვაგროვებ", _ აცხადებს ვანო მერაბიშვილი.