"სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ევროპულმა ფონდმა" (EFSE) და "საქართველოს ბანკმა", ხელი მოაწერეს სასესხო ხელშეკრულებას 50 მილიონი აშშ დოლარი მოცულობით. ხსენებული დაფინანსება ხელს შეუწყობს იპოთეკური და მიკრო და მცირე ბიზნესის დაკრედიტების გაზრდას ბანკის მიერ. ეს არის პირველი ინვესტიცია, რომელიც EFSE-მ საქართველოში განახორციელა.
"საქართველოს ბანკის" ინფორაციით, ხსენებული ინვესტიცია დასტურია იმისა, რომ EFSE-ი დარწმუნებულია საქართველოს მდგრად ეკნომიკურ განვითარებაში. სესხი მოხმარდება მიკრო და მცირე ბიზნესის, ასევე ფიზიკური პირების მოთხოვნის დაკმაყოფილებას გრძელვადიან და სტაბილურ დაფინანსებაზე. EFSE-ის კრედიტით, "საქართველოს ბანკი" დაფინანსებას ხელმისაწვდომს გახდის დაახლოებით 2,000 მიკრო და მცირე ბიზნესისა და 600-ზე მეტი ოჯახისთვის.
"საქართველოს ბანკი", ქვეყნის ყველაზე მსხვილი ბანკი, რომელსაც უკავია 34.2% საბაზრო წილი აქტივების მიხედვით (2010 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით) და აქვს კარგად განვითარებული ფილიალების ქსელი, ერთ-ერთი წამყვანი ბანკია მიკრო და მცირე ბიზნესის, ასევე იპოთეკური დაკრედიტების სფეროში.
"ჩვენ საქართველოს ბაზარზე გამოწვევების დროს შევდივართ, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს მიერ გამოყოფილი გრძელვადიანი დაფინანსება გზას გაუხსნის სხვა ინვესტორებსაც. ამ მიზნით, EFSE-ი თანამშრომლობს "საქართველოს ბანკთან", ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან", განაცხადა EFSE-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ დოქტორ კლაუს გლაუბიტმა.
"მოხარული ვართ, რომ EFSE-ი შეუერთდა ჩვენი პარტნიორების სიას. ევროპასა და დსთ-ს ქვეყნებში დაფინანსების სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო გავზარდოთ იპოთეკური და მიკრო და მცირე ბიზნესის დაფინანსება და მოვემსახუროთ ამ სწრაფად მზარდ სეგმენტებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენს კონკურენტუნარიანობას. EFSE-სთან თანამშრომლობას მომავალშიც ველით," აცხადებს "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი, ირაკლი გილაური
შეგახსენებთ, განვითარების დაფინანსების ფონდის "სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ევროპული ფონდის" (EFSE) მიზანია, ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის: ალბანეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ბულგარეთში, მაკედონიაში, საქართველოში, კოსოვოში, მოლდოვეთში, მონტენეგროში, რუმინეთში, სერბეთსა და უკრაინაში. ფონდი ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებს სთავაზობს გრძელვადიანი დაფინანსების ინსტრუმენტებს, ბიზნეს სესხების გასაცემად მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესზე, ისევე როგორც იპოთეკური სესხების დაფინანსებისთვის მცირეშემოსავლიანი ოჯახებისთვის. EFSE-ის საინვესტიციო საქმიანობას მხარს უჭერს EFSE-ის განვითარების ინსტრუმენტი, რომელიც პარნტიორ ფინანსურ ინტიტუტებს უზრუნველყოფს დაფინანსებით ტექნიკური მხარდაჭერისთვის, კონსულტაციებისა და ტრეინინგისთვის, ისევე როგორც ცნობადობის ასამაღლებლად და საბაზრო აქტოვობებისთვის. დაარსების დღიდან, 2005 წლის დეკემბერში, EFSE-ის კომერციულ ბანკებზე, მიკროსაფინანსო, ასევე არა-საფინანსო ინტიტუტებზე, მთლიანობაში გაცემული აქვს 822 მილიონი ევროს მოცულობის დაფინანსება, რამაც, საერთო ჯამში ხელი შეუწყო 238,000-ზე მეტი მიკრო და მცირე ბიზნესისა და იპოთეკური სესხის დაკრედიტებას. EFSE-ი, რომლის დაარსების ინიციატორი KFW-ა (გერმანიის განვითარების ბანკი), წარმოადგენს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობას, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა კერძო ინვესტორის, ევროპის ქვეყნების მთავრობებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დაფინანსებას, მათ შორისაა: ევროკომისია, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტრო, ავსტრიის, შვეიცარიის, დანიისა და ალბანეთის მთავრობები, KFW, IFC, ჰოლანდიის განვითარების დაფინანსების კომპანია FMO, "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი" (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), ავსტრიის განვითარების ბანკი (OeEB), Deutsche Bank-ი და Sal. Oppenheim-ი. EFSE-ის კერძო მმართველია Oppenheim Asset Management Services S.à r.l., Luxembourg, ხოლო ფონდის მრჩეველია Finance in Motion GmbH.
`საქართველოს ბანკი~, საქართველოს წამყვანი ბანკია, რომელიც მის კლიენტებს საქართველოში, უკრაინასა და ბელარუსში სთავაზობს კორპორატიული საბანკო, სამომხმარებლო საბანკო, დაგროვილი ქონების მართვის, საბროკერო და სადაზღვევო მომსახურების ფართო სპექტრს. "საქართველოს ბანკი" საქართველოში უმსხვილესი ბანკია აქტივების, სესხების, დეპოზიტებისა და სააქციო კაპიტალის მიხედვით; ბანკს უკავია 34.2% საბაზრო წილი მთლიანი აქტივების მიხედვით (ყველა მონაცემი გამოქვეყნებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, 2010 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით). ბანკს აქვს 137 ფილიალი და ემსახურება ფიზიკური პირის 1 მილიონზე მეტ და კორპორატიული კლიენტის 171,052 მიმდინარე ანგარიშს.