პარლამენტარი "ნაციონალური მოძრაობიდან" თინა ბოკუჩავა ფოთის მერობის კანდიდატი იქნება. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი "ნაციონალური მოძრაობის" ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
თინა ბოკუჩავას ფოთის მერობის კანდიდატად გაერთიანებული ოპოზიცია წარადგენს.
"ძალიან სწორი პოლიტიკური ნაბიჯია გადადგმული, რომ იდეა ფიქსი არ არის არც ერთი პოლიტიკოსისთვის სკამი და პარლამენტი. ფრონტის წინა ხაზზე დგანან და დადგებიან, ბოლომდე იბრძოლებენ. ეს არის რეფერენდუმი და არჩევნები, ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არ ყოფნის საკითხი წყდება. ამიტომაც, ფრონტის წინა ხაზზე დგება ყველა პარლამენტარები. მარტო თინა ბოკუჩავა არ არის, პარლამენტის ყველა წევრი დგება ასეთ კვანძურ, სტრატეგიულ ქალაქებში კანდიდატებად და ბრძოლისთვის მზად არიან", - ამბობს დარეჯან ცხვიტარია.