თურქეთის პროვინცია ადანაში ადგილობრივმა სამართალდამცველებმა ტრეფიკინგისა და პროსტიტუციის ბრალდებით 3 ქართველი ქალი დააკავეს. ცნობილია მხოლოდ დაკავებულების სახელები და მათი პროფესები: ირინა ადვოკატია, ანა - დიზაინერი, ხოლო დალი - ქირურგი. დაკავებულია თურქი პროკურორიც, რომელიც თურქი პოლიციელების მტკიცებით, მათი სუტენიორი იყო.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულთაგან ერთ-ერთი, წარმოშობით ქართველი დალი, თურქეთის მოქალაქეა. იგი თურქეთში 10 წელია ცხოვრობს.
35 წლის ირინა და 20 წლის ანა თურქეთში ერთი კვირის წინ ჩავიდნენ. მათი საქართველოში დეპორტაცია სავარაუდოდ უახლოეს დღეებში განხორციელდება.