შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია "მაესტროს" ოპერატორის ცემის ფაქტძე ეჭვმიტანილი დააკავა.
გამოძიებამ დადგენა, რომ 2 ნოემბერს ვლადიმერ მელაძე საქეიფოდ იმყოფებოდა მეგობართან გიორგი კარტოზიასთან, სადაც მან გაიცნო თემურ დოლიაშვილი. ახალ გაცნობილებს შორის წარმოიშვა კოფლიქტი, რასაც მოყვა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. ჩხუბის შემდეგ ვლადიმერ მელაძე თემურ დოლიაშვილს საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დახვდა და ხელკეტის გამოყენებით დაზარალებულს ფიზიკურად გაუსწორდა.
დანაშაულის ჩადენისათვის შინაგამ საქმეთა სამინისტრომ ვლადიმერ მელაძე დააკავა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ნაცემი იყო მაესტროს ოპერატორი თემურ დოლიაშვილი. აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო იძიებდა.