ინფექციურ კლინიკაში მენინგოკოქცემიით დაავადებული 74 წლის ქალია მოთავსებული. პაციენტი ქუთაისიდან არის. მას ექიმებმა მწვავე მენინგოენცეფალიტის დიაგნოზი დაუსვეს.
პაციენტს დაავადების პირველი ნიშნები რამდენიმე დღის წინ აღმოაჩნდა. იგი მაღალი სიცხით, უგონო მდგომარეობაში ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში მკურნალობდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კი ოჯახმა მისი თბილისში გადმოყვანა გადაწყვიტა.
ექიმების განცხადებით, დაავადებულის ჯანმრტელობის მდგომარეობა მძიმეა. იგი უგონო მდგომარეობაში იმყოფება.