დამწვრობის ცენტრში მეორე ხარისხის დამწვრობით წლინახევრის ალინა ციგანოვაა მოთავსებული. არსებული ინფორმაციით, ბავშვი ცხელ წყალში ჩავარდა და მას სხეულის 15% აქვს დამწვარი.
ბავშვი კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ ქუათაისიდან თბილისში გუშინ ღამით გადმოიყვანა. ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული.