გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პატიმრების შეწყალება იგეგმება. შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს უკვე მიმართა თხოვნით, რომ კომისიის სხდომა 17-დან 20 ნოემბრამდე გაიმართოს, სადაც პატიმრების საქმეებს განიხილავენ.
ამ ეტაპზე უცნობია რამდენი და რა ბრალდებით დაკავებული პატიმრების შეწყალება მოხდება.
"რაოდენობა ზუსტად არ ვიცი, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ აგვისტოში განვიხილეთ 240 პატიმრის საქმე, ახლაც არანაკლებს, სავარაუდოდ უფრო მეტი პატიმრის საქმეს განვიხილავთ. ჩვენ ყველა კატეგორიის საქმეს ვიხილავთ, თუმცა ჩვენს რეკომენდაციას ღებულობენ ის პატიმრები, ვისაც მძიმე დანაშაული არ აქვს ჩადენილი ", - განაცხადა შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ელენე თევდორაძემ