დღეს, 9 ნოემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით, აუქციონი გაიმართება.
აუქციონი გრძელვადიანი ტყითსარგებლობისთვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით გაიმართება და გამოტანილი იქნება 2 ობიექტი:
სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონში, მესტიის სატყეო უბანზე, ჯორკვალის ყოფილი სატყეო, წიწვოვანის (სოჭი, ნაძვი) ჯიში, რომლის საწყისი ფასით ღირებულება 161 ათასი ლარია.
იყიდება ასევე, რაჭალეჩხუმ-ქვემოსვანეთის რეგიონში, ლენტეხის სატყეო უბანზე, ლაშხეთის ყოფილი სატყეო, ფოთლოვანისა (წიფელი) და წიწვოვანის (ნაძვი, სოჭი) ჯიშები. ობიექტის საწყისი ღირებლება 110 ათასი ლარია.
ლიცენზიების მოქმედების ვადა 25 წლით განისაზღვრება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, 2010 წლის 9 თვეში, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით გამართული აუქციონების შედეგად შემოსულმა თანხამ 6 მლნ. ლარამდე შეადგინა.