საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავტომანქანების მინების დამუქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლიც მიხედვითაც დამუქების წესები იცვლება.
მინების დაბურვის ახალი სტანდარტის მიხედვით, ავტომანქანის წინა საქარე მინის დამუქება დაუშვებელია, წინა გვერდითი მინების დასაშვებია 40 პროცენტით ხოლო უკანა გვერდითი მინების დამუქება დასაშვებია 75 პროცენტით. უკანა საქარე მინისა და დამუქებასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესებული არ არის, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს შუეძლია ის დაამუქოს საკუთარი სურვილისა და შეხედულების მიხედვით.
აღნიშნული წესები ძალაში შედის 10 ნოემბრიდან და მათი დარღვევა გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.