თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს კუკური შონია.
სამართალდამცველების ინფორმაციით, კუკური შონია ავთანდილ იობიძეს ესესხა 110 000 აშშ დოლარი და წლების განმავლობაში აღარ აპირებდა აღნიშნული თანხის დაბრუნებას.
ამ მიზეზით ზემოთ ხსენებულმა ბრალდებულმა ეგრედ წოდებული ქურდული გარჩევის მიზნით დაიბარა ,,ელიავას ბაზრობის" მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული საქმის გარჩევას ბრალდებულის მხრიდან ესწრებოდა პატიმრობაში მყოფი თენგო გურჩიანი და ამ დროისთვის აღნიშნულ საქმეზე ძებნილი ორი პიროვნება მალხაზ აფრასიძე და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ტარიელ შონია. სიტყვიერი და ფიზიკური ზეწოლის შედეგად უარი ათქმევინეს მის კუთვნილ 110 000 აშშ დოლარზე, რომელიც ავთანდილ იობიძემ კუკური შონიას ასესხა, რითაც დაზარალებულს მიაყენეს მორალური და დიდი ოდენობით მატარეალური ზიანი.
ამჟამად ტარიელ შონიას და მალხაზ აფრასიძეს მიმართ ტარდება ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები ადგილ სამყოფელის დადგენა-დაკავების მიზნით.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტებით.