ქართული მხარე მალაიზიაში დაკავებული ქალების უდანაშაულობის დამტკიცებას გიორგი დავითიანის ჩვენებით შეეცდება.
"მალაიზიაში დაკავებული ერთ-ერთი ქართველის მეუღლემ, გიორგი დავითიანმა, რომელიც ქართველ სამართალდამცველებს ნებაყოფლობით ჩაბარდა, გამოძიებას საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა. სავარაუდოდ, ჩვენ გვექნება ოფიციალური ჩვენება მესამე პირის, რომელიც დაადასტურებს იმას, რომ ქართველი ქალები არ ფლობდნენ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა სახის ტვირთი გადაჰქონდათ", - განაცხადა
დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ.
მისივე განმარტებით, აღნიშნული ქართულ მხარისთვის დაკავებულთა უდანაშაულობის დამტკიცების საქმეში დამატებითი მტკიცებულება იქნება, რომელსაც მალაიზიურ სასამართლოს აუცილებლად გადასცემს.
"მაგრამ, გარანტია იმისა, რომ ეს ჩვენება ისე იქნება აღქმული, რისი მოლოდინიც ჩვენ გვავქს, არ არსებობს", - განმარტა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორდაძე მალაიზიაში საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და ნარკოტიკების უკანონოდ გადაზიდვის ბრალდებით არიან დაკავებული.