ს
ხვალ, 5 ნოემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქეების საქმის შესახებ დეტალებს სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააჟღერებს.
"საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურად ამ საქმის დეტალებს 5 ნოემბერს მოწყობილ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გაახმაურებს", _ განაცხადა საქართველოს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 29 ოქტომბერს სააგენტო "როიტერის" მიერ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს პოლიციამ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული საქართველოს 20 მოქალაქე დააკავა.
აღნიშნულ ინფორმაციას "როიტერი" საქართველოს უშიშროების სამსახურში არსებულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სავარაუდოდ, საქართველოს 20 მოქალაქე ჯაშუშურ ქსელს ქმნიდა და საიდუმლო ინფორმაციას რუსეთის ფედერაციას აწვდიდა. არსებული ინფორმაციით, სამი დაკავებული ეროვნებით სომეხია.