ავლაბარში, ბუნებრივი აირის გაჟონვას 74 წლის მოხუცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა ქეთევან წამებულის 5 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლში მოხდა. მარიამ კაზაროვა გაზით, სავარაუდოდ, გუშინ გაიგუდა.
შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურის წარმომადგენლები გარდაცვლილის მეზობლებმა გამოიძახეს. ის სახლის კარების გატეხვის შემდეგ იპოვეს.
კაზაროვა მარტო ცხოვრობდა. მისი შვილები ამჯამად მოსკოვში იმყოფებიან.