ოპერატიული ინფორმაციის რეალიზაციის საფუძველზე ოზურგეთის რაიონული სამმართველოს, ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს და საქართველოს შსს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის აჭარის განსაკუთრებული დავალებათა სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ღონისძიების შედეგად, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოჩხათში, დააკავეს ამავე სოფელში მცხოვრები, ადრე მკვლელობისათის ნასამართლევი 1958 წ.დ. ბადრი შოთას ძე თავაძე. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა „აკმ"-ის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი 2 მჭიდით, 148 საბრძოლო ვაზნით და სანადირო თოფი.
2001 წლის 29 დეკემბერს ბადრი თავაძემ, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნინოშვილში, დაყაჩაღების მიზნით ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა მოძრავ მსუბუქ ავტომანქანაში მსხდომ ოთხ პიროვნებას, რა დროსაც ადგილზე გარდაიცვალა ლანჩხუთის რაიონშიში მცხოვრები, 1980 წ.დ. გია კვერენჩხილაძე. შემდეგ მან გადაინაცვლა თერჯოლის რაიონში, სადაც ჩაიდინა ათამდე ყაჩაღობა. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით გზაზე ხვდებოდა ა/მანქანის მძღოლებს და სძალავდა სხვადასხვა რაოდენობის თანხებს. ასევე ბადრი თავაძემ ლანჩხუთის რაიონში პირუტყვის სადგომიდან ფარულად გაიტაცა რამდენიმე ათეული სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, რასაც რეალიზაცია ქ.ბათუმში გაუკეთა.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 108-ე, 179-ე, 177-ე, 236-ე მუხლებით.
მასალის გამოყენების პირობები