46 წლის ჩინელმა უსინათლო ალპინისტმა, ჩჟანგ ჰონგმა დედამიწის უმაღლესი მწვერვალი, ევერესტი დაიპყრო.
ჩჟანგ ჰონგი გახდა პირველი აზიელი უსინათლო ალპინისტი და მესამე მსოფლიოში, რომელმაც ევერესტის დაპყრობა შეძლო.
"არ აქვს მნიშვნელობა ხარ თუ არა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, დაკარგე მხედველობა თუ ხელი ან ფეხი არ გაქვს, სანამ ძლიერი გონება გაქვს, ყოველთვის შეგიძლია იმის გაკეთება, რაზედაც სხვები გეუბნებიან, რომ ვერ შეძლებ", - განაცხადა ჩჟანგ ჰონგმა.
ჰონგმა 24 მაისს დაასრულა 8 849 მეტრი სიმაღლის მწვერვალის დაპყრობა 3 სხვა ალპინისტთან ერთად და 27 მაისს დაბრუნდა ევერესტის საბაზო ბანაკში.
ჩჟანგ ჰონგმა მხედველობა 21 წლის ასაკში, გლაუკომის გამო დაკარგა.