2010 წლის 25 ოქტომბერს მართლმსაჯულების ეფექტურობის ევროპული კომისიის 300 გვერდიანი დასკვნა გამოქვეყნდა.
დასკვნაში საქართველოს სასამართლო სისტემა დადებითად არის შეფასებული.
ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა ბრიფინგზე განაცხდა.
მისივე ინფორმაციით, მართლმსაჯულების ევროპულმა კომისიამ შეისწავლა საბჭოს წევრი ქვეყნების მართლმსაჯულების ეფექტურობა, ხელმისაწვდომობა და საქმეთა განხილვის სისწრაფე. ყველა ამ კრიტერიუმის მიხედვით საქართველოს სასამართლო სისტემამ დადებითი შედეგი აჩვენა.
"აღსანიშნავია, რომ საქართველოს სასამართლო სისტემამ ყველა კრიტერიუმით შეფასებისას სამივე მიმართულებით - სისხლის, სამართლისა და სამოქალაქო საქმეებში დადებითი შეფასება დაიმსახურა"- განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი მენაღარიშვილმა გაწეული სამუშაო დადებითად შეაფასადა აღნიშნა: "მიმაჩნია, რომ გაწეული შრომა შედეგიანი აღმოჩნდა და ეს ევროპის კომისიის დასკვანაშიცაა აღნიშნული. ამ დასკვნაში საქრთველომ განსაკუთრებული აღნიშვნა დაიმსახურა,"-აღნიშნა სააპელაციო სასამათლოს მოსამართლემ ირაკლი მენაღარიშვილმა.
მართლმსაჯულების ეფექტურობის ევროპული კომისიის დასკვნა ევროპელი ექსპერტების მიერ არის მომზადებული.