მალაიზიაში ბაბუცა გორდაძის სასამართლო პროცესი გაიმართა.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მას მალაიზიური კანონმდებლობის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე - 39-ე ბ მუხლით ასამართლებენ, რაც ნარკოტრეფიკს გულისხმობს.
პროცესს ვერ დაესწრო " AMNESTY INTERNATIONAL"-ის წარმომადგენელი.
საქმის მეორე მოსმენა, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიმართება.
რაც შეეხება მეორე დაკავებულ დარეჯან კოხტაშვილს, იგი სასამართლოს წინაშე 8 ნოემბერს წარსდგება.
დაპატიმრებულებს ერთმანეთის ნახვის საშუალება არ აქვთ. ისინი ამ დრომდე სხვადასხვა კუნძულებზე იმყოფებიან.