დღეს, სპეციალური საბჭო პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხებზე იმსჯელებს.
როგორც საბჭოს წევრები აცხადებენ, განსახილველ საკითხებს შორის ორი არასრულწლოვანის და რამდენიმე ქალის საქმეც არის შესული.
პატიმართა საქმეების განხილვის დროს ყურადღება მიექცევა, როგორც დანაშაულის სიმძიმეს, რის გამოც ისინი არიან გასამართლებულები, ასევე პატიმრის ქცევას და მათი სხვადასხვა პროგრამებში ჩართულობას.
აღსანიშნავია, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლების სპეციალური საბჭოს გადაწყვეტილებას სასამართლო გადაწვეტილება არ სჭირდება.