ხვალ, 4 ნოემბერს, მალაიზიაში დაკავებული ორი ქართველის სასამართლო პროცესი გაიმართება.
წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულ ქართველებთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებას უკვე 5 ნოემბერს გამოაცხადებს.
შეგახსნებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მალაიზიის კუნძულებზე, ბორნეუსა და პენანგზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც სურათის ჩარჩოების საშუალებით 11 კგ. ნარკოტიკი გადაჰქონდათ. თუ დაკავებულებს აღნიშნულ საქმესთან პირდაპირი კავშირი დაუდგინდათ, მალაიზიის კანონმდებლობის მიხედვით, მათ სიკვდილით დასჯა ელოდებათ.