ქუთაისთან ახლოს, ვარციხე-ჰესის კასკადთან, მაშველებმა 2 დღის წინ მდინარე რიონში გადავარდნილი "მერსედესის" მძღოლის ცხედარი იპოვეს. მძღოლი 47 წლის სოსო ლანჯავა იყო.
შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ, ქუთაისში მწვანე ფერის "მერსედესის" მარკის ავტომანქანა რუსთაველის ხიდიდან რიონში გადავარდა.თვითმხილველების განცხადებით, "მერსედესის" მძღოლი ნელა მოძრაობდა, თუმცა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს შეეჯახა, რის შედეგადაც მოაჯირი მოინგრა და მანქანა წყალში ჩავარდა.
2 თვის წინ ზუსტად იმავე ადგილზე კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც 18 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.