ოფიციალურად გაფორმდა, რომ ქართულ ოცნებას პოლიტიკური პატიმრები ჰყავს - ასე ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე ევროკავშირის მიერ ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის გადახდას.
დეკანოიძის განმარტებით, მელიასთვის ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდა მისი პოლიტპატიმრად გამოცხადებაა
"ევროკავშირის მიერ პოლიტიკურად მოტივირებული საქმის აღიარება, ნიკას პოლიტპატიმრად მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოცხადება - ეს არის ჩვენი მეგობრების მიერ დეკლარირებული გირაოს მთავარი შინაარსი.
ოფიციალურად გაფორმდა, რომ ქართულ ოცნებას პოლიტიკური პატიმრები ჰყავს. დარწმუნებული ვარ, ნიკა ძალიან მალე თავისუფლებაზე იქნება!", - წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.
ცოტა ხნის წინ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა გადახდილია.