კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერაციის შედეგად დააკავეს ქალაქ გორის საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე ნათია მახარაშვილი, რომელიც იხილავდა ორ მოქალაქეს შორის დავას ვალის გადახდის თაობაზე.
მან გადაწყვეტილება გამოიტანა იმ მხარის სასარგებლოდ, რომელმაც უფრო მეტი თანხა შესთავაზა ქრთამის სახით. იგი დაკავებულია 700 ლარის აღების ფაქტზე.
დანაშაული ითვალისწინებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სისხლის სამართლის საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.