აშშ-ში 6 წლის ბავშვს გაასამართლებენ. 2009 წელს კერ კიდევ 4 წლის ჯულიეტ ბრეიტმანი და კიდევ ერთი 4 წლის ბავშვი ჯეობოკ კონი ველისოპედით სეირნობისას 87 წლის კლერ მეგანს დაეჯახნენ. ქალმა ბარძაყი მოიტეხა და მას ოპერაცია დასჭირდა. ამ შემთხვევიდან სამი თვის შემდეგ კლერ მეგანი გარდაიცვალა.
ჯულიეტ ბრეიტმანის ადვოკატები მოითხოვდნენ, რომ საქმე მათი კლიენტის ასაკის გამო დახურულიყო. ამავე დროს, ადვოკატების განმარტებით, ბრალის წაყენება ბავშვისთვის, მაშინ როდესაც იგი დედის მეთვალყურების ქვეშ იმყოფებოდა არასამართლიანია.
მოსამართლე პოლ ვუტენმა თავის მხრივ განცხადა, რომ "მშობლების მეთვალყურეობა გონიერ ბავშვს უფლებას არ აძლევს სულელური საქციელი ჩაიდინოს".
მოსამართლის განმარტებით, ბავშვი საკმაოდ დიდი იყო, რათა გაეაზრებინა თუ რით დასრულდებოდა მისი ქმედება. შესაბამისად ბრეიტმანის საქმე არ დახურეს.
ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, თუ რა სასჯელი ელოდება 6 წლის ბავშვს და მის ოჯახს. სავარაუდოდ, ბრეიტმანის მშობლებს დაზარალებულის ოჯახისთვის ფულადი კომპენსაციის გადახდა მოიწევთ.