დაუდგენელმა პირებმა 45 წლის იოსებ ჭიაბრელიძე დაჭრეს.
უგონო მდგომარეობაში მყოფი ჭიაბრელიძე ჯიქიას ქუჩაზე მდებარე სასაფლაოსთან ახლოს, მესაფლევეებმა იპოვეს.
ჭიაბრელიძეს ცივი იარაღით ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - იგი სასუნთქ აპარატზეა შეერთებული.