დღეს, 3 ნოემბერს, ეგვიპტეში დაკავებული ქართველი კაიროდან სამშობლოში დაბრუნდება. ამის შესახებ საქმეთა მინისიტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
"ეგვიპტის სასამართლოს მიერ განთავისუფლებული საქართველოს მოქალაქე უკვე კაიროში იმყოფება და მას საშუალება ჰქონდა, ჩვენი საელჩოს წარმომადგენლებს გასაუბრებოდა, ასევე ტელეფონით ოჯახის წევრებს დაჰკავშირებოდა. საერთაშორისო მიგრაციის ორგანიზაციის ფინასური დახმარებით, უკვე შევიძინეთ მისთვის ბილეთი და სამშობლოში იგი დაბრუნდება", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისი თქმით, 33 წლის საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მკვლელობის ბრალდებით იყო დაკავებული, ადგილობრივი კანონმდებლობით სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა, თუმცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და დიპლომატიური არხების საშუალებით არსებული ინციდენტი დადებითად გადაწყდა.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტურმა მხარემ ბედუინის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში დააკავა.