მონუმენტი "ჭაბუკი და მზე" ისევ გაძარცვეს. თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მონუმენტიდან 2, 500 ლარის ღირებულების სპილენძის ბარელიეფი ჩამოხსნეს.
ძეგლის ავტორი მოქანდაკე ზურაბ წერეთელია. ეს მონუმენტის გაძარცვის უკვე მე-4 ფაქტია.
შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები უკვე მუშაობენ.