"იუკოსის" ყოფილი მფლობელის მიხეილ ხოდორკოვსკისა და "მენატეპის" ექს-შეფის პლატონ ლებედების განაჩენს, "მეორე საქმესთან" დაკავშირებით სასამართლო, 15 დეკემბერს გამოაცხადებს.
დღეს ხამოვნიჩის სასამართლოს მორიგ სხდომაზე "პუტინის პირადმა პატიმარმა", ხოდორკოვსკიმ საბოლოო სიტყვა წარმოსთქვა, რომლის შემდეგაც სასამართლო სათათბირო ოთახში გავიდა.
სახელმწიფო ბრალდება ხოდარკოვსკისა და ლებედევისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს.
პროკუროი დადასტურებულად მიიჩნევს ბრალს ნავთობის დატაცებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით.
ბრალდებულები მათ მიმართ წაყენებულ ბრალს კატეგორიულად უარყოფენ.
გიშინდელ სხდომაზე პროკუორმა ვალერი ლახტინმა, ხოდორკოვსკის მიერ მიცემულ ჩვენებას და მისი ადვოკატების არგუმენტებს სიცრუე უწოდა. აღნიშნულის საპასუხოდ ხოდარკოვსკიმ განაცხადა, რომ სასამართლოს მისთვის და ლებედევისთვის განაჩენის პროექტი უკვე გამზადებული აქვს.
შეგახსენებთ, რომ ბრალდების მხარის მტკიცებით, ხოდორკოვსკის და ლებედევის მიერ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალი 824 მლნ. რუბლს შეადგენს.
გამოძიების ვერსიის მიხედვით ბრალდებულემა შვილობილ კომპანიებს მილიონობით ტონა ნავთობი მოპარეს და მიღებული შემოსავების ლეგალიზაცია მოახდინეს. საწყის ეტაპზე გამოძიება მათ 350 მლნ. ტონა ნავთობის მოპარვას ედავებოდა, თუმცა შემდეგ ციფრი გაიზარდა.
მათ ასევე ბრალად ედებათ აქციების მითვისება. ხოდორკოვსკი და ლებედევი თავს დამნაშავედ არ სცნობენ და სასამართლო პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. 2005 წელს ხოდორკოვსკის და ლებედევს სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
აღნიშნული სასჯელი თაღლითობის და გადასახადების თავის არიდებისათვის განისაზღვრა. რაოდენიმე დღის უკან ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე ბრალდებულებისათვის მსუბუქ სასჯელს მოითხოვდა.
პროკურრმა ვალერი ლახტინმა განმარტა, რომ მისი მიერ მოთხოვნილი 14 წელი მოიცავს პირველი სასჯელის ვადასაც.
2005 წლის ბრალდების საფუძველზე ხოდორკოვსკისა და ლებედევს სასჯელი მოხდის ვადა 2011 წელს უთავდებოდათ.