იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სავანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ჭიათურის შს სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე დააკავეს გივი ხვედელიძე და ადრე მრავალჯერ ნასამართლევი ანდრო მეგრელიშვილი მეტსახელად ,,ყიმსა".
სამართალდამცველების ინფორმაციით, ხვედელიძემ 2009 წლის სექტემბერში ჭიათურის „სლოტ კლუბში" თამაშის დროს მოიგო 2 127 000 ლარი. სლოტ კლუბის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა მოგებული თანხის გადახდაზე იმ მოტივით, რომ აპარატი იყო გაფუჭებული და საჭიროებდა სპეციალურ შემოწმებას. ამის შემდეგ ის და ანდრო მეგრელიშვილი ტელეფონით დაუკავშირდენენ საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფ კანონიერ ქურდს რომან ბარბაქაძეს, მეტსახელად „რემენას", რომელიც ქურდული გარჩევით ეხმარებოდა ხვედელიძეს მის მიერ მოგებული თანხის აღებაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 223 მუხლით.