კომერციული საიდუმლოს გაცემისა და გამოყენების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებულია შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის საფოსტო გზავნილების სერვის-ცენტრის ოფიცერი თამარ ქუშაშვილი და მისი და - საბროკერო ფირმის შპს „ექსპრეს-თაიმის" თანამშრომელი ნინო ქუშაშვილი.
გამოძიებით დადგენილია, რომ თამარ ქუშაშვილი, თავისი თანამდებობრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ფლობდა დახურულ ინფორმაციას საქართველოში იმპორტირებული საქონლის შესახებ და აღნიშნულ მასალას ყოველთვიურად აწვდიდა თავის დას, საბროკერო ფირმის თანამშრომელს ნინო ქუშაშვილს.
აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენდა კომერციულ საიდუმლოს კონკრეტული ფირმების მიერ შემოტანილი პროდუქციის წარმომავლობის, ღირებულების და ოდენობის შესახებ და მისი გავრცელების უფლება არცერთ დაკავებულს არ ჰქონდა, რადგან ამ ინფორმაციის არაკეთილსინდისირად გამოყენება ზიანს მიაყენებდა იმპორტიორების საქმიანობას.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
202-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხ წლამდე ვადით.