38 წლის მამაკაცმა საკუთარი ხელით თავი დაიჭრა. შემთხვევა ვაზისუბანში, მისსავე საცხოვრებელ სახლში მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, ალექსანდრე ჭოხური არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება, რასაც მეზობლებიც ადასტურებენ.
დაჭრილს ჭრილობა ბასრი საგნით, გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.
ის ქალაქის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში სასწრაფო დამხარების ბრიგადამ წუხელვე გადაიყვანა.
ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.