ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მას თანასოფლელმა ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.
თვითმხილველბის თქმით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
პოლიციამ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი ადამიანი უკვე დააკავა. მიმდინარეობს გამოძიება.