ოფიციალური თბილისი მალაიზიის მხარისგან, დაკავებულ ქართველებთან დაკავშირებით, კონკრეტულ ინფორმაციას დღეს ელოდება.
"დღეს გვეტყვიან ოფიციალურ პასუხს, ქართველი მოქალაქეების დაკავების თაობაზე. ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ მივიღოთ სრული ინფორმაცია, რა ვითარებაში, როგორ და რის გამო მოხდა მალაიზიაში ჩვენი მოქალაქეების დაკავება. ჩვენ გვჭირდება ოფიციალური პოზიცია თავად მალაიზიის სახელმწიფოსგან", - აცხადებს უკრაინაში საქართველოს ელჩი გრიგოლ ქათამაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ორი მოქალაქე დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორდაძე მალაიზიელმა სამართალდამცველებმა გასულ კვირას დააკავეს. ისინი იქ ტურისტული ვიზით თბილისიდან გაემგზავრნენ. სტამბული-მაროკო-კამერუნი-მალაიზია _ ასეთი იყო მარშრუტი.
როგორც ისინი აცხადებენ, კამერუნში ჩასვლისას მათ უცნობმა პირმა ტვირთის მალაიზიაში გადატანა სთხოვა. აეროპორტში ისინი ნარკოტიკების შეტანის მცდელობისთვის დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ დაკავებული ქართველების სამართლებრივ დაცვაში დახმარება საქართველოს სახალხო დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის "AMNEშთY INთEღNAთIONAL"-ს, " Hუმან ღიგჰტს ჭატცჰ"-ს, "ადამიანის უფლებათა აზიურ ორგანიზაციასა და კონგრესს" და "მალაიზიის ადამიანის უფლებათა კავშირს" სთხოვა.