დღეს, 2 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის "საქპატენტის" თვამჯდომარე ირაკლი ღვალაძე იურიდიული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრაზე პატენტრწმუნებულების მომავალ ტესტირებასა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების საკითხს განიხილავენ.
უახლოეს დღეებში საქპატენტი ახალ დებულებას დაამტკიცებს, რომელშიც კონკრეტულად იქნება გაწერილი პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები. სწორედ ახალი დებულების საფუძველზე ჩატარდება პატენტრწმუნებულთა ტესტირება.
ტესტირება ჩატარდება მათთვის, ვისაც სურს ინტელექტუალური საკუთრების საქმეები აწარმოოს და პატენტრწმუნებულის სტატუსი მიიღოს (შესაბამისად დარეგისტრირდეს საქპატენტის ერთიან რეესტრში). ამჟამად საქართველოში მხოლოდ 30-მდე პატენტრწმუნებულია, რომლებიც ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ოფიციალურად აწარმოებენ საქმეებს.