ფართომასშტაბიანი ანტიკონტრაბანდული ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით კონტრაბანდული ტვირთის შემოტანის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს დანაშულებრივი ჯგუფის წევრები
კერძოდ, პასუხისგებაში მიეცა 40 პიროვნება, აქედან პატიმრობა შეეფარდა 18 პირს, გირაო შეეფარდა - 22 მოქალაქეს.
გამოძიებიით დადგენილია, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეები ბაქოში მოქმედი დანაშულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი მეჰმან ჰასანოვი და ელმარ თაგიევი დაუკავშირდნენ საქართველოში მცხოვრებ თანამზრახველებს - მეჰმან ხუბანოვს
და აჰლიმან მამედოვს.
აღნიშნულმა პირებმა სხვადასხვა ობიექტებზე მომუშავე ინდმეწარმეებთან ერთად საბროკერო ფირმა შპს „ბროკ სერვის ჯორჯიას" თანამშრომლების - კონსტანტინე მიქელაძისა და ლია ქართველიშვილის დახმარებით შეადგინეს ყალბი ინვოისები, საბაჟო დეკლარაციაში შეიტანეს ყალბი მონაცემები და აზერბაიჯანიდან საქართველოში კონტრაბანდულად შემოიტანეს რამდენიმე ათეული ათასი ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების პროდუქცია.
აღნიშნულის გამო სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი და წევრები უშუალოდ კონტრაბანდის შემოტანის ფაქტზე იქნენ დაკავებული.
მიმდინარეობს წიანსწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
214-ე და 210-ე მუხლებით, რაც შესაბამისად ითვალისწინებს თავისუფლების
აღკვეთას რვიდან თერთმეტ წლამდე და ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.