საქართველოს პროკურატურაში პროკურატურის საზოგადოებრივი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხები და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმები.
საზოგადოებრივი საბჭო იუსტიციის მინისტრის სათათბირო ორგანოა, რომელიც საზოგადოებრივ კონტროლს ახორციელებს საქართველოს პროკურატურაში თანამდებობაზე დანიშვნის, ატესტაციის, თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებებზე, მონაწილეობს პროკურატურის სტაჟიორთა კონკურსისა და შერჩეული კანდიდატებისთვის სწავლების ორგანიზებაში, ზედამხედველობას უწევს საქართველოს პროკურატურის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულებას.
პროკურატურის საზოგადოებრივი საბჭოს შემადგენლობაში შედიან პარლამენტის წევრები, სასამართლო ხელისუფლების, ევროპის საბჭოს და აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები.
საბჭოს ფუნქციაში აგრეთვე შედის საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობის კონტროლისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს საქმიანობაზე საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელება