ქ.თბილისის შ.ს. მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს რომან ბერიძე კახა რობაქიძე, სოლომონ ბუაძე და ბადრი ბუცხრიკიძე, რომლებიც განზრახ მკვლელობასა და ქურდობაში არიან ეჭვმიტანილები.
შ.ს.ს - განმარტებით, 2009 წლის 19 თებერვალს ჯემალ უკლება და კახა რობაქიძე, რომან ბერიძის მიერ გადაცემული გასაღების გამოყენებით შევიდნენ ოლგა ევგენიძის ბინაში. გაგუდეს ქალბატონი და გაიტაცეს 9 000 აშშ დოლარი, 13 000 ლარი და 150 ევრო, რის შემდეგაც ნაქურდალი თანხა გაინაწილეს სოლომონ ბუაძის საცხოვრებელ ბინაში. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის დააკავეს სოლომონ ბუაძე და ბადრი ბუცხრიკიძე. ტარდება ღონისძიებები ჯემალ უკლებას დადგენა-დაკავების მიზნით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 109-ე, 376-ე და 177-ე მუხლებით. საქმეს იძიებს ქ.თბილისის შ.ს მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველო.