რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას ეხმიანება და მას ჯანმრთელობს უსურვებს.
„რაც შეეხება ჩემი ამერიკელი კოლეგის განცხადებებს. რას ვუპასუხებდი მას? მე მას ვეტყოდი, ჯანმრთელად იყავით. მას ჯანმრთელობას ვუსურვებ. ბავშვობაში, როდესაც ეზოში ერთმანეთს ვეკამათებოდით ხოლმე, ჩვენ ვამბობდით: „ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინის თქმით, ყოველი ერის ისტორიაში ბევრი დრამატული და სისხლიანი მოვლენაა.
„როდესაც ვაფასებთ სხვა ადამიანებს და სხვა ერებს, ჩვენ თითქოს სარკეში ვიყურებით და ჩვენს პრობლემებს სხვებს ვაკისრებთ“, – განაცხადა პუტინმა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მკვლელია. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ტელეკომპანია ABC News-ის ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა.
ჟურნალისტმა პრეზიდენტ ბაიდენს ჰკითხა, ფიქრობს თუ არა ის, რომ პუტინი მკვლელია, რაზე ბაიდენმა უპასუხა - "დიახ, ვფიქრობ".
შეერთებული შტატების პრეზდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი სპეცსამსახურები 2020 წლის საპრეზინდეტო არჩევნებში ჩარევას ეცადა, რის გამოც პუტინს ფასის გადახდა მოუწევს.
"პუტინთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა. მას კარგად ვიცნობ. დიალოგი იმით დავიწყე, რომ მას განვუცხადე: თუ გავიგებ, რომ ეს მოხდა, მოემზადეთ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.