შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მკვლელია. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ტელეკომპანია ABC News-ის ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა.
ჟურნალისტმა პრეზიდენტ ბაიდენს ჰკითხა, ფიქრობს თუ არა ის, რომ პუტინი მკვლელია, რაზე ბაიდენმა უპასუხა - "დიახ, ვფიქრობ".
შეერთებული შტატების პრეზდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი სპეცსამსახურები 2020 წლის საპრეზინდეტო არჩევნებში ჩარევას ეცადა, რის გამოც პუტინს ფასის გადახდა მოუწევს.
"პუტინთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა. მას კარგად ვიცნობ. დიალოგი იმით დავიწყე, რომ მას განვუცხადე: თუ გავიგებ, რომ ეს მოხდა, მოემზადეთ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
დღეს, შეერთებული შტატების დაზვერვამ გაასაჯაროვა დოკუმენტი, სადაც საუბარია რუსეთის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის შესახებ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის ჩარევის მიზანი იყო ჯო ბაიდენის და დემოკრატიული პარტიის დისკრედიტაცია, დონალდ ტრამპის მხარდაჭერა, საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობის შერყევა და სოციალურ-პოლიტიკური უთანხმოების გამწვავება.