ტერორისტების მიერ დაკავებული ბაღდადის ასირიული კათოლიკური ეკლესიის გათავისუფლების სპეცოპერაციისას, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის არიან 7 ერაყელი ჯარისკაცი და 5 თავდამსხმელი. ამის შესახებ "ბი-ბი-სი იუწყება.
არსებული ინფორმაციით, ყველა თავდამსხმელი, ლიკვიდირებულია. ახალი ცნობის თანახმად, ეკლესიაში 5-8 "ბოევიკი" იმყოფებოდა.
ეკლესიაში ჯამში 120 ადამიანი იმყოფებოდა. ერაყის ხელისუფლების განცხადებით, ტერორისტებმა მძევლად მხოლოდ 40 ადამიანი აიყვანეს. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ვითარებაში დაიღუპნენ მძევლები, ამ დრომდე არ დაზუსტებულა.
ერაყის ანტიტერორისტული ძალების წყაროს მტკიცებით, შტურმი ამერიკელი ჯარისკაცების მონაწილეობით განხორციელდა. "ბოევიკები" ეგვიპტისა და ერაყის ციხეებიდან "ალ-ქაიდას" წევრების გათავისუფლებას ითხოვდნენ. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, თავდმსხმელები არაბები იყვნენ.