დღევანდელი შეხვედრის ძირითადი ნაწილი 2 მარტის საპროტესტო ღონისძიების დაგეგმვას დაეთმო, რომელიც გაიმართება პარლამენტის შენობასთან, – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინა ბოკუჩავამ ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ოპოზიცის მოთხოვნები უცვლელია - პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ განთავისუფლება და ვადამდელი არჩევნები, რომელიც ბუნებრივია სამართლიანსა და თავისუფალ გარემოში უნდა ჩატარდეს. ოპოზიცია ევროპის საბჭოს პრეზიდენტს შეხვდება, ჩვენს მოთხოვნებს გავაერთიანებდი ამ ორ ფუნდამენტურ მოთხოვნაში და ეს იქნება სწორედ კომუნიცირებული ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მიმართ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
"ნაციონალური მოძრაოების" ოფისში ოპოზიცის წარმომადგენლების შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.