ესპანეთში ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის შაქრო კალაშოვის სასამართლო პროცესი გადაიდო. სასამართლო "შაქრო-მოლოდოის" საქართველოში ექსტრადაციის შესახებ მოგვიანებით იმსჯელებს.
სასამართლო პროცესის გადადების მიზეზებს ოფიციალური წყაროები არ აკონკრეტებენ. ესპანელი სამართალდამცავები კალაშოვს ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ. კალაშოვი ესპანეთის პოლიციამ რამდენიმე ხნის წინ დააკავა.
კრიმინალს თავისუფლება აღეკვეთა და ჯარიმის სახის 20 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა. კალაშოვი ესპანეთის ციხეში მანამ დარჩება ვიდრე საქართველოში მისი ექსტრადიციის საკითხი არ გადაწყდება.