ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, იაკობი, ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ, მეუფე პეტრეზე ამბობს, რომ გუშინ, მის მიერ გაკეთებული განცხადებებით საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა.
ამასთან, საეკლესიო მაღალიერარქი ამბობს, რომ როდესაც პეტრე ცაავას მღვდელმთავრის ხარისხი არ ექნება, მას ვეღარსად დაემალება.
"მეუფე პეტრეზე ერთ რამეს გეტყვით რა, მაგან გუშინ, საბოლოოდ, თავის თავს განაჩენი გამოუტანა. იქნება განკვეთილი და მერე უკვე, მღვდელმთავრის ხარისხი რომ არ ექნება, დანარჩენ იმაზე, როგორც პასუხს აგებენ ხოლმე ცილისწამებებზე, პირადად მე, ვერსად დამემალება", - განაცხადა მეუფე იაკობმა.
გუშინ, მეუფე პეტრემ, ტელეკომპანია "პირველის" ეთერში, კიდევ ერთხელ ისაუბრა ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე.