კახეთში უბედური შემთხვევა მოხდა. თელავში ალაზნის გამზირზე მცხოვრები ცოლ-ქმარი 65 წლის წლის ლუიზა ცერცვაძე და 71 წლის ელბერდი გურული საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილები იპოვეს.
ადგილზე მესულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას სახლში წყლის გამათბობელი დახვდათ ჩართული.
ერთ-ერთი ვერსიით ცოლ-ქმარი წყლის გამათბობლიდან გაჟონილი აირით გაიგუდნენ.
მისაღებ ოთახში უგონო მდგომარეობაში კიდევ ერთი ახალგაზრდა გოგონა იპოვეს, რომელიც მეზობლების თქმით ცოლ-ქმრის მომვლელად მუშაობდა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმების თქმით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილზე თელავის კრიმინალური სამსახური მუშაობდა.
გარდაცვლილები გურჯაანის პროზექტურაში გადაასვენეს.
გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.