ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ ქართული ოცნების დეპუტატის, თეა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროვება მისთვის "უსიამოვნო სიურპრიზი" იყო. ამაზე მან დღეს, 3 თებერვალს, პარლამენტში ჟურნალისტის კითხვის პასუხად ისაუბრა:
"როდესაც გუშინ ეს ფაქტი ვნახე, ძალიან არასასიამოვნო სიურპრიზი იყო. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალობის უფლება ფუნდამენტური საკითხია და მგონია, რომ არაეთიკური იყო. ვიცი, რომ სახელმწიფო ინსპექტორი სწავლობს ამ საკითხს და ვნახავთ, რას იქნება მათი მოსაზრება", - თქვა ჰარცელმა.
თეა წულუკიანმა გვარამიას ტელეფონის ნომერი პარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოაცხადა.